„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით დეპუტატების კომპანიების მიერ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

ნათელაშვილმა სხვა დეპუტატებთან ერთად, სამზგის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძეც, მოიხსენია - „ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს“.

„ასწია ის რაღაცა და ახლა უკვე საქართველო უნდა შეჭამოს, იმის გამო, რომ რაღაცა ტიტული მიიღო,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.