დღეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო  კომისია ხორავას ქუჩაზე მოკლული №51-ე საშუალო სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში არსებულ დარღვევას გამოიკვლევს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ენდობა „ნაციონალური მოძრაობა“ კომისის საბოლო დასკვნას, რომელიც კომისიის მუშაობის ბოლოს გამოქვეყნდება, კომისიის ხელმძღვანელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე პასუხობს:
„ეს არის კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ანუ, რამდენად ენდობა თუ არ ენდოიბა, ეს უნდა გადაწყვიტოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც რაც დაიწყო კომისიის შექმნის შესახებ საუბარი, საკუთარი პოზიცია 3-4-ჯერ უკვე შეცვალა.
ამიტომ, ჩემთვის ძალიან ძნელი გამოსაცნობია რა პოზიცია ექნებათ პროცესიის ბოლოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.