"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას აცხადებს, რომ მას და მის კოლეგებს თავიანთ განცხადებებში ციფრებთან დაკავშირებით ტყუილი არ უთქვამთ. მისივე თქმით, ხმების მითვისება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია იღებს გადასანაწილებელ ხმებს.
"20 ხმა თუა გასანაწილებელი, 5 თუ ინაწილებს, 4-4 გამოდის. არანაირი მითვისება არ გამოდის. თუ ერთმა თუ წაიღო 20, დანარჩენების ხარჯზეც ხდება და იმათ ხარჯზეც ვინც ამ პარტიებს დაუჭირეს მხარი.
არცერთხელ, აქ ჩემს განცხადებბში და ჩემი კოლეგების განცხადებებში ტყუილი ციფრებთან დაკავშირებით არ თქმულა. არ გაკადრებთ იმას რომ მოგატყუოთ მათემატიკაში. ძალიან მარტივი ამბავია. არცერთხელ არ თქმულა ტყუილი. სამწუხაროდ ეს არის გამოყენებული ბოროტად და აქეთ გვაბრალებენ ტყუილს. ეს არის არა მათემატიკის ამბავი, ეს არის პრინციპის ამბავი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.




