საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამსდა აცხადებს, რომ დანია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ მიზანმიმართულ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას.
„დანია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომებისა და ასევე ბოლო დროს კანონმდებლობის მიღების გამო, რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციური საქმიანობის შეზღუდვა. დანია მხარს უჭერს მიზანმიმართულ ზომებს და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად“, – წერს დანიის ელჩი.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
🇩🇰 expresses deep concern over the disproportionate measures taken against the 🇬🇪 opposition leader Zurab Japaridze, as well as the recent adoption of legislation aimed at restricting political opposition activity. 🇩🇰 supports targeted measures & united EU action in response to…
— Anne Toft Sørensen (@DKAmbGeorgia) May 24, 2025