ბოლო დღეებში, აბუ-დაბიში განვითარებულ მოვლენებზე, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის სოციალური ქსელებითაც, რასთან დაკავშირებითაც "რუსთავი 2-მა" განმარტება სთხოვა საქართველოს საელჩოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა მოკვლევა, განგვიცხადეს, რომ მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა რა მიზნითაც, ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.