აქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია.
პირისპირ საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.









