საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში - 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არც ერთ ფრაქციას მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება.

მისი თქმით, შესწავლილ პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს პარლამენტის კომიტეტისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი ცნობად მიიღო.

როგორც აკაკი ალადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.