ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის.
მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც წინ წაწევს საქართველოს მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირისკენ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.