მივმართავ, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას რომელიც დღეს, ალბათ, ძალიან აღელვებულია იმის გამო თუ რა ხდება ქვეყანაში. ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა - რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ რუსულ რეჟიმის ახალ ეტაპზე გადავედით, რომელიც აშკარად ყველა იმ საშუალებებს ხმარობს რომელიც თავის დროზე რუსულ პუტინის რეჟიმს ახასიათებდა და დღესაც ხასიათებს. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ამისი ერთი მაგალითია ის რაც აბუ დაბიში მოხდა - ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომლებსაც სხვა თუ არაფერი გააჩნიათ თურმე და უნდა გააჩნდეთ მოთმინების ვალდებულება, მაგრამ ეს მოთმინება არსად არ ჩანს. პირიქით, დეპუტატები პირდაპირ არიან, არ ვიცი ამისთვის ინსტრუქცია აქვთ მიღებული თუ ეს მათი ნებით ხდება, მაგრამ ამ ძალადობაში პირდაპირ არიან გამოყენებული რაც არის სრულიად გაუგებარი ჩვეულებრივი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მხოლოდ და მხოლოდ იმ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს.

ასევე, ის რაც ამ ღამეს მოხდა, ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ, გიორგი გახარიას მიმართ, არის  ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ეს - არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, არავის მიმართ ასეთი მცდელობა იმისი, რომ საზოგადოება და კერძო მოქალაქეები ასევე დააშინო, ეს მიუღებელია. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები და აერთაშორისო თანამეგობრობაც იქნება შეტყობინებული იმიტომ, რომ ეს არ შეიძლება, რომ ჩვენ დავუშვათ.

მიმაჩნია, რომ დღეს სწორედ ისე დამეთხვა, რომ დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა და სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს მის მაჩვენებლი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, რომ საზოგადოება არის შემართებული, იცის რა უნდა და რა არ უნდა. არ დათანხმდება საქართველო იმაზე, რომ საქართველო ბოლომდე რუსულ რეჟიმად გადაიქცეს. ამისთვის საქართველო იბრძვის. იბრძვის მშვიდობიანად.

მივმართავ, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს, ალბათ, ძალიან აღელვებულია იმის გამო, თუ რა ხდება ქვეყანაში. ფაქტია, რომ ახალი წლის შემდეგ ახალი ტალღა დაწყებული – რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. 

ჩვენ რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე გადავედით, რომელიც აშკარად იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც თავის დროზე პუტინის რუსულ რეჟიმს ახასიათებდა და დღესაც ახასიათებს. 

ამის ერთი მაგალითია ის, რაც აბუ დაბიში მოხდა – ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან. მათ, სხვა თუ არაფერი, უნდა გააჩნდეთ მოთმინების ვალდებულება, მაგრამ ეს მოთმინება არსად ჩანს. პირიქით, დეპუტატები პირდაპირ არიან გამოყენებულნი არიან ძალადობაში. არ ვიცი, ამისთვის ინსტრუქცია აქვთ მიღებული თუ ეს მათი ნებით ხდება, მაგრამ ამ ძალადობაში მათი მონაწილეობა სრულიად გაუგებარია ცივილური ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ეს მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს. 

ასევე ის, რაც ამ ღამეს მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ. ეს სრულიად წარმოუდგენელია. არ მინდა, გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები – ეს ყველა მოქალაქეს ეხება. არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, არავის მიმართ არ შეიძლება მცდელობა, რომ საზოგადოება და მოქალაქეები დააშინო. ეს მიუღებელია. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად იქნება ინფორმირებული, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. 

მიმაჩნია, რომ დღეს, ისე დაემთხვა, რომ დღეს არის  საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა და სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება. საზოგადოება არის შემართული, იცის, რა უნდა და რა არ უნდა. საქართველო არ დათანხმდება, რომ ბოლომდე რუსულ რეჟიმად გადაიქცეს. ამისთვის საქართველო იბრძვის – იბრძვის მშვიდობიანად. 

მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ მისი მცდელობა, რომელიც აშკარად მიმართულია დაპირისპირების პროვოცირებაზე, რათა ეს გადაიზარდოს ან ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, წარმოუდგენელია. საქართველოში არ არსებობს ორი მხარე. არსებობს საზოგადოება და ისინი, ვინც ძალადობის გამატარებლები არიან – იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო პირები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, სოციალურ ქსელებში გააჟღერონ ძალადობრივი გზავნილები. ესენიც იმ ძალადობრივი რეჟიმის მონაწილეები არიან. 

ასე, რომ ერთი მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს – საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს." -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.