საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რიგაში ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან შეხვედრა გამართა.

როგორც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან ჩვენი ევროპული გზისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვისა და მხარდაჭერისათვის.

თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს სალომე  ზურაბიშვილი.