სტატუსის მონიჭება ეს არის ხალხის სიხარული, უნდა ვიყოთ ამაში ერთიანი, თუ არა და იხარებს ის, რომელსაც არა აქვს სურვილი, რომ გაიხაროს საქართველომ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მაიმედებს, რომ დღეს საქართველოში პრაქტიკულად სუფევს ერთსულოვნება, ყველა ლაპარაკობს ერთი, პროევროპული რიტორიკით, რაც  ძალიან სასიამოვნოა. ევროკავშირის დროშები ყველგან არის, თურმე ყველასთვის ძალიან საიმედო და საჭირო ყოფილა. და ასე გავაგრძელოთ. თუ შეგვიძლია ერთსულოვნება თუნდაც ამ ერთი საკითხის მიმართ, მიხარია.  

ევროკავშირის მიერ სტატუსის მონიჭება ეს არის ხალხის სიხარული, რომელიც ყველამ უნდა გავიზიაროთ, აქ არ აქვს ადგილი არც ქიშპობას, არც დაპირისპირებას, უნდა ვიყოთ ამაში ერთიანი, თუ არა და იხარებს ის, რომელსაც არა აქვს სურვილი, რომ გაიხაროს საქართველომ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.