საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავისუფლების მოედანზე, სადაც სახალხო ზეიმი მიმდინარეობს, სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა. შეკრებილებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, იმ სიხარულს,რაც აქ, ხალხში ხდება, ვერაფერი შეუცვლის.

„მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის, ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები.....არც მწყინს, არც მიხარია....მე მიხარია, ის, რაც აქ, ხალხში ხდება. ამ მხიარულს ვერავინ შემიცვლის ვერაფრით, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ, გილოცავთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა