ამდენი ხალხი მოდის, ამდენმა ხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე მსვლელობას სახელწოდებით "ევროპული მარში" შეუერთდა.

მისი თქმით ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.

„ამდენი ხალხი მოდის, ამდენმა ხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს. შემდეგ მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.

ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთ მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე.

ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატივით გამოიხატა. ბოლო ინიციატივაა, რომელსაც ყველა ვუერთდებით და გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის რომ ჩვენ გვინდა ევროპა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.