"ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ მათ გვერდით არის.
მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს, არ აწიონ ხელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე და განმარტა, რომ ყველა განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ეკისრება.