კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და პარტია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი პარტიიდან სულხან კოჩალიძის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ თანაპარტიელის სახელი და გვარი პირველად გაიგო და ფაქტი სუს-ის საქმიანობას დაუკავშირა.
"პირველად გავიგე, ვინ არის... ისევე, როგორც უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ საერთოდ მისი სახელი და გვარი არ იცოდა. სუს-ის ნაცნობი მეთოდებით ნამუშევარი ბევრი გვინახავს ასეთი ყველა ოპოზიციურ პარტიაში. ყველა არჩევნების წინ ასე არ ხდება?"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
სულხან კოჩალიძე განმარტავს მიზეზებს, რატომ მიიღო ხაზარაძის პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. "ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით," - წერს.სულხან კოჩალიძე.