ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტისთვის ხელის შეშლა, ანტიკონსტიტუციური საქციელია - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ამ ხელისუფლებისა, ქართველი ხალხი არ უნდა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე. სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, დღეს არის წასული სწორედ ამ მისიით, რომ მიიღოს დაპირება, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების. ამისთვის ხელის შეშლა, ეს არის ანტიკონსტიტუციური საქციელი ხელისუფლების მხრიდან, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.