ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი - პრეზიდენტს თუ ექნება შესაბამისი ფორმატი, ვითანამშრომლებთ,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით ყველა პლატფორმაში, რაც შეეხება ევროპულ დღის წესრიგს, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი უნდა აღსრულდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტს თუ ექნება შესაბამისი ფორმატი, ჩვენ როგორც ვთანამშრომლობდით, ასევე ვაპირებთ გაგრძელებას ამ მიმართულებით თანამშრომლობის, ჩვენი ხედვის და ჩვენი რესურსების შეთავაზების", - თქვა სამადაშვილმა.

ცნობისთვის,აქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.