პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველო თავდაცვის მინისტრის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში აფასებს და აცხადებს, რომსაქართველო იქნება უსაფრთხო ქვეყანა, როდესაც ჩვენ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო

"საქართველო იქნება უსაფრთხო ქვეყანა, როდესაც ჩვენ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი თავდაცვის უნარით, ძლიერი ეკონომიკით და ძლიერი მოკავშირეებით. ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა გაუგებარი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რა უნდა ქართულ ოცნებას, რომლის თავდაცვის მინისტრი ჩადის ვაშინგტონში, ხელს აწერს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იღებს 35 მილიონიან დახმარებას თავდაცვის უნარის გაძლიერებისთვის და მეორეს მხრივ, მისივე ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში თავს ესხმიან ამერიკის შეერთებულ შტატებს," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.