არავის ეგონოს, რომ უბიოგრაფიო ხალხი რამეს შეცვლის,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ, სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„მთავარი ღუზა ჩვენი ქვეყნის უძრაობის და ამ რუსული მიმართულებით მოძრაობის არის ივანიშვილი. არავის ეგონოს, რომ უბიოგრაფიო ხალხი რამეს შეცვლის. მთავარი არის ივანიშვილი. ერთი ბალანსი შეიძლება გადააგდო ამ ქვეყნიდან, მაგრამ მეორე დარჩა, მთავარი ღუზა დარჩა საქართველოში, რომელიც აგრძელებს რუსული გეგმის შესრულებას, რომელიც ნიშნავს ქვეყნის მოწყვეტას ევროპული და დასავლური ოჯახიდან, რასაც მიზანმიმართულად ეწევა ეს ხელისუფლება“, - განაცხადა საბა ბუაძემ„ტვ პირველის“ ეთერში.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.