ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის” გაგზავნილ წერილში წერს. სააკაშვილი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამავე გამოცემას ინტერვიუ მისცა.
„მე საქართველოს ციხეში ვარ, იმიტომ, რომ როცა 2014 წელს უკრაინაში ჩავედი და ევრომაიდნის შემდეგ ახალ ხელისუფლებას ვეხმარებოდი, პირადად პუტინმა მისცა განკარგულება ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც მანვე საქართველოს ხელისუფლების სათავეში დასვა, ასევე მისცა ორი მილიარდი დოლარი, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.
პუტინმა არ მაპატია პირველი უკრაინული მაიდნის მხარდაჭერა 2004 წელს და ის, რომ მე არ შემოვუშვი მისი არმია თბილისში და დავიცავი საქართველოს სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. შემდეგ ომი დაიწყო და აღმოვჩნდი პუტინის პირადი პატიმარი.
მომწამლეს, მაწამეს. მასამართლებენ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით". - წერს სააკაშვილი