რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.
როგორც ჟურნალისტებთან აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა 7 კანდიდატი იყო წარმოდგენილი თუმცა, საბჭომ რუსლან აბაშიძეზე გააკეთა არჩევანი. ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიმ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიმართა.