ყაზახეთმა გაამკაცრა უვიზო რეჟიმის პირობები. რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ 90 დღის ყოფნა ამ ქვეყანაში ყოველი 180 დღის განმავლობაში. ეს იგივეა, რაც მიღებულია ევროკავშირში. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ყაზახეთმა გაამკაცრა უვიზო რეჟიმის პირობები. რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ 90 დღის ყოფნა ამ ქვეყანაში ყოველი 180 დღის განმავლობაში. ეს იგივეა, რაც მიღებულია ევროკავშირში. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ჩვენთვისაც ამ პირობებით მოქმედებს. მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები ყაზახეთიდან სხვა ქვეყნებში გადანაწილდებიან და პირველ რიგში საქართველოში, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს შეზღუდვები ბინადრობაზე. საქართველომაც უნდა გაამკაცროს პირობები. ეს ჯერჯერობით არ უნდა გულისხმობს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მაგრამ ამჟამად მოქმედი ის წესი უნდა გაუქმდეს, როცა ნებისმიერ ტურისტს ერთი წლის განმავლონაში აქვს ქვეყანაში ყოფნის უფლება და მერე საკმარისია ნებისმიერ მეზობელ სახელმწიფოში გადავიდეს და ათვლა თავიდან დაიწყოს." - წერს რომან გოცირიძე.