“ქართული ოცნების” წაქეზებით ბნელების მარშის თეზისებმა ქუჩიდან პარლამენტში გადმოინაცვლა და ერთი ოდიოზური პარტიის მიერ დღეს ე. წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა დაანონსდა. მანამდე თურმე პუტინისტების “ალტინფოსაც” ჰქონია მსგავსი კანონპროექტი ინიცირებული და ახლა უპირებენ მას გაცოცხლებას. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"როგორც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ზრდასრული მოსახლეობის 6 პროცენტი საკუთარ თავს მიაკუთვნებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონედ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენს 150 წევრიან პარლამენტში დაახლოებით 9 კაცი( ქალი) ამ კატეგორიის პირებს წარმოადგენენ. სტატისტიკა ზუსტი მეცნიერებაა და ეს რიცხვი ერთნაირად სწორია მეჩაიეებისათვის, მეშახტეებისათვის თუ ხმოსან-დეპუტატებისათვის. ამიტომ უნდა ველოდოთ დიდ პროტესტს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის, ანუ ოცნების წევრების მხრიდან, რადგან ამ ლოგიკით, სწორედაც რომ უმრავლესობაში უნდა იყვნენ მეტი უმცირესობები.😀
საზოგადოების ჰუმანიზაციის პროცესი პოლიტიკის სფეროშიც აისახა. თუ ბერლინის მერი ან ამერიკის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი არ მალავს თავის ორიენტაციას, ჩვენს მაჟირიტარს რომელიმე მაღალმთიანი რეგიონიდან რატომ უნდა ერიდებოდეს ამის გამჟღავნების? ამიტომაც ღიად აპირებენ ამ დისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ გალაშქრებას.
ყოჩაღ! ასე არ სჯობია? ბუნება ყოველთვის იმარჯვებს რეპრესიულ საზოგადოებრივ ტრადიციებზე და მორალზე .
დავიცავთ კონსტიტუციას და ჩვენს კოლეგა-დეპუტატებს. არავის დავაჩაგვრინებთ მათ.😀" - წერს რომან გოცირიძე.