სად დაიკარგნენ ისინი, ვინც ნამახვანის მშენებლობა გააჩერეს - მაშინ ამ ორგანიზაციების უკან რუსული ფული იდგა - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სად გაქრა ანტითურქული მარშები თბილისში თუ ბათუმში, სადაა “პტრიოტთა ალიანსი, “ქართული მარში”, ე. წ. ალტინფო და სხვა მოფაშისტო პოლიტიკური ჯგუფები? მაშინ თურქეთი მტერი იყო და ახლა მოყვარე გახდა? სად დაიკარგნენ ისინი, ვინც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გააჩერეს იმ მიზეზით, რომ თურმე თურქებს ქართულ მიწას არ ჩააძირინებდნენ წყალში? სად არიან ის მღვდლები, პროცესიას წინ რომ მიუძღოდნენ?
მაშინ ამ ორგანიზაციების უკან რუსული ფული და “ქართული” ოცნების პოლიტიკური ზურგი იდგა. ახლა თურქეთის და საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის “სიცოცხლის გზაა”-აქედან ხდება ე. წ. პარალელური იმპორტის განხორციელება.
თურქეთის სიყვარული კი არ მოეძალათ, არამედ რუსეთისადმი ერთგულება“,- წერს გოცირიძე.