რუსეთის უკრაინაში აგრესიის დროს საქართველოს ხელისუფლების და ეკლესიის პოზიცია საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარდა ომის დამნაშავეებად გამოცხადების მთავარი კანდიდატები არიან რუსი პროპაგანდისტები და რუსეთის პატრიარქი კირილე.
ნიურნბერგის ანტიფაშისტურ სასამართლო პროცესზე გერმანიის პროპაგანდის სამინისტროც იქნა გასამართლებული, ხოლო ჰააგის სასამართლოში რუანდის რადიო.
საქართველოს სინოდის წევრის პატრიარქ კირილესთან ოფიციალური თუ არაოფიციალური ვიზიტი არ იყო დაგმობილი საქართველოს საპატრიარქოს მიერ და თავი მხოლოდ იმით იმართლეს, რომ ამ შეხვედრის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ. ეს არ ათავისუფლებს საპატრიარქოს იმისგან, რომ მოეხდინა მკაცრი რეაგირება ამ ფაქტზე.
რუსეთის უკრაინაში აგრესიის დროს საქართველოს ხელისუფლების და ეკლესიის პოზიცია სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში“,- წერს რომან გოცირიძე.