საარჩევნოდ არაპოპულარული თემებისაგან გაქცევა არის შეცდომა. ხმა უნდა ამოვიღოთ, სანამ ეს უინტელექტო და უზნეო ხალხი რუსულ სინამდვილეში არ დაგვაბრუნებს. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ქართული ოცნება” უკვე იქამდე დავიდა, რომ ირანის მსგავსი ზნეობის პოლიციის შექმნაზეც არ იტყვის უარს. ლგბტ თემაზე რეგიონებში საკონსტიტუციო განხილვებისას, კითხვაზე, აიკრძალება თუ არა დასავლური ფილმები, სადაც არატრადიციული ურთიერთობები იყოს ნაჩვენები, აი რა განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა: ფილმები არ აიკრძალება, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი შეიძლება ამოიჭრასო( ანუ საბჭოთა ცენზურას აბრუნებენ) და თუ ფილმი ასაკრძალია, შეიქმნება შესაბამისი შემფასებელი სამსახურიო( თეა წუკუკიანს გულისხმობს ალბათ) და შემდეგ სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებასო.
შუა საუკუნეებში მიგვაქანებენ ეს ბნელები.
ნუ შემვყვებით პოლემიკაში, რადგან ამათ ნაბოდვარს მეტ რეზონანსი მიეცემაო, ასეთი პოზიცია დაიჭირეს პარტიებმა და საზოგადოების ნაწილმა. ეს არის საფუძველშივე მცდარი.
საარჩევნოდ არაპოპულარული თემებისაგან გაქცევა არის შეცდომა. ხმა უნდა ამოვიღოთ, სანამ ეს უინტელექტო და უზნეო ხალხი რუსულ სინამდვილეში არ დაგვაბრუნებს.