ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე წერს.
"ხელისუფლება ძალიან შეწუხებულა თურმე, ოპოზიცია ეკონომიკურ საკითხებზე რომ ალაპარაკდა. უბრძანებიათ თავიანთი პროპაგანდისტული საშუალებებისათვის, წავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და აჩვენენ, რომ იქაც გაზრდილა ფასები. თურმე “იმედს” რუმინეთი ერგო წილად. ვნახოთ, რა სიუჟეტს გამოაცხობენ:))
ვერაფერი უშველით. საკმარისია მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედოთ და ყველაფერი ნათელი ხდება. “ოცნების” ხელისუფლების მმართველობის თერთმეტი წლის განმავლობაში ეკონომიკა საშუალოდ წლიურად იზრდებოდა მხოლო 4,4 პროცენტით. თანაც ამ ნაზარდიდან ნაღებს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები და ბიზნესჯგუფები იღებდნენ.
“ოცნების” მმართველობის პერიოდში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 66 პროცენტით. ეს საშუალოდ, თორემ იმ საქონელზე, რომელშიც მოსახლეობა შემოსავლის უდიდეს ნაწილს ხარჯავს, ფასები გაორმაგდა.
აეწვათ კუდები. წინასაარჩევნოდ ოპოზიციაზე თავდასხმა უნდოდათ და თავდაცვის პოზაში აღმოჩნდნენ."