„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა დღეს 5%-ს ვერავინ გადალახავს და ვისაც მასთან გაერთიანება უნდა, პოლიტიკური მუქთა მჭამელები არიან - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„გამსხვილების პროცესის გარეშე ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, დიდი ბლოკები უნა წარმოიქმნას. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა დღეს 5%-ს ვერავინ გადალახავს და ვისაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება და მიტმასნება უნდა, ფაქტობრივად პოლიტიკურ მუქთა მჭამელებად გამოდიან და ეს უკვე ერთხელ ვნახეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით 36 კაცი შევიდა პარლამენტში და 20 პარტიის წევრები არ იყვნენ. ამიტომ ეს გზა არ გამოგვადგება, უნდა იყოს რამდენიმე მსხვილი ბლოკი, რომელიც შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას“- განაცხადა რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.