ეს უკვე სერიოზულო პროცესის დასაწყისია. მოსამართლეების შემდეგ ვინ იქნებიან რიგში და ვისით დამთავრდება, ძნელი გამოსაცნობი არ არის. - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე აშშ -ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა.
"დაიწყო!აკი, მოსამართლეების და პროკურორების შავი სიის შედგენა რეპრესიებს ნიშნავსო? ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და სანქციებს ითხოვენ და რომ მოვიდნენ, დახვრეტას მოითხოვენო? მართლა აკომპლექსებდით ვიღაცებს თქვენი პროპაგანდისტული საშუალებებით და დამნაშავე ძალოვნებისა და მოსამართლეებია სიის შედგენას მართლაც არ დაადგა საშველი. სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, ამერიკა საქმეს აკეთებდა-მორჩილ, პოლიტიკურად მართულ და კორუმპირებულ მოსამართლეებს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ეს უკვე სერიოზულო პროცესის დასაწყისია. მოსამართლეების შემდეგ ვინ იქნებიან რიგში და ვისით დამთავრდება, ძნელი გამოსაცნობი არ არის." - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.