საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თავმჯდომარე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ბაქრაძე კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაიბარეს.
"კულტურის სამინისტროში გამონათქვამთან დაკავშირებით დამიბარეს, რამაც დისკუსია გამოიწვია. ახსნა-განმარტება მივეცი კულტურის სამინისტროს გამონათქვამთან დაკავშირებით.. მერე ვნახოთ კიდევ რა ნაბიჯები გადაიდგმება." - განაცხადა ბაქრაძემ მედიასთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა რომ მისი გამონათქვამის გამო შესაძლოა დისციპლინარული საკითხი დადგეს, ბაქრაძემ განაცხადა, რომ "სრულიად შესაძლებელია. ამას გადაწყვეტს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა.
არასწორი სიტყვა გამოვიყენე. რომ მეთქვა მაგალითად გახუნებული სახეები, იგივე ასოციაციას არ გამოიწვევდა.
რა საკვირველია თუ ვინმემ თავის თავზე მიიღო ან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ძალიან ვწუხვარ ამის თაობაზე."
ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.