პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას უპასუხა.
- ნუთუ. ესეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ფაქტობრივ ტყუილს იტყვიან და ამას აქ ვინმე დაიჯერებს?არც კეზერაშვილი და ალასანია წარმოადგენენ მთავრობას და არც “დროა” და “გირჩი”არასამთავრობო ორგანიზაციებს. სწორედ, ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობააFARA-ს მიზანი და, თუ გამჭვირვალობას იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას! - წერს რატი იონათამიშვილი.
პ.ს. მეთიუ მილერის განცხადებით - ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ