ახლა ცდილობენ, რომ ეს კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნებას ითხოვს.

„ეს ხალხი, სად შეხვდა ახალ წელს? - მათი პირველი განცხადება და მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, რომ ეს კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ამ გუნდს ამ თემაზე საუბარი კურიოზულ სიტუაციაში აყენებს, თუ საერთოდ ეს გუნდი არსებობს. ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების საუკეთესო წესი არსებობს და მისი გადახედვა მიზანშეწონილი არ არის,"- განაცხადა იონათამიშვილმა.