როგორც აშშ-ი, ისე სხვა ძირითადი ქვეყნები ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებით თავად არიან დაინტერესებულები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„გაეროს ფარგლებში ვიმყოფებით ჩვენ აშშ-ში. ვიმყოფებოდით გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გუშინ დასრულდა და ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. ფაქტია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ფაქტობრივად ყველა ის ძირითადი ქვეყანა, რომელიც მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. აქაც, სადაც ახლა ვიმყოფები, რომ გადახედოთ წლიდან-წლამდე იზრდება ჩინური ინვესტიციები და აქაც დაინტერესებულია ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ჩინური ინტერესები გაძლიერდეს. ამის არაერთი ფაქტი არსებობს აქ, რადგან ეკონომიკურ თანამშრომლობას მოაქვს ყველას საერთო კეთილდღეობა, სტაბილურობა, რაც ყველაზე მთავარია და უსაფრთხოების უკეთ დაცული გარანტიები. როდესაც ბატონი უილსონი გამოდის და ასეთ კარიკატურულ განცხადებებს აკეთებს. თან ადამიანი, რომელსაც ძალიან საეჭვო რეპუტაცია აქვს აშშ-ში... აქ არავინ იცის მის შესახებ, როგორც ჩანს მხოლოდ საქართველოში რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები არიან დაკავებული მისი ტირაჟირებით, თორემ აქ ძალიან უჩინარი, არასაინტერესო პოლიტიკოსია",- აღნიშნა იონათამიშვილმა.









