ევროკავშირის პირველი პირების, თუნდაც ევროკომისიის მიმართ ბრალდებები ჩვენ არ გვიკვირს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ევროკავშირის უმაღლესი ორგანო ევროპის საწინააღმდეგოდ აფინანსებს ძალადობას და არეულობას ევროპის შაგულში.
მისი თქმით, ევრობიუროკრატები ევროპის წინააღმდეგ თავად გამოდიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვიკვირს, რომ ეს ადამიანები და ისინი, ვინც მათ უკან დგანან, ცდილობენ, რომ საქართველოშიც იგივე განახორციელონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი შეფასების და ყველასთვის გადაფასების საფუძველია. ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს ევროკომისიას მართავენ, როგორც ჩანს, თვითონ ევროპის წინააღმდეგ გამოდიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.







