„პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „Figaro“-თან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას საზოგადოების 25%-იანი მხარდაჭერა აქვს.
„მას წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს და თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკური პროცესების მონაწილე გახდეს, ვფიქრობ, ამისთვის სხვა ფორმატებიც არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მისდამი მინიჭებული ფუნქციები და მსგავსი ტიპის პოლიტიკური განცხადებები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.