იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით გაგრძელდება სპორტის მართვის სტრატეგიის შესრულება.
"გაგრძელდება სპორტის მართვის სტრატეგიის იმპლემენტაცია, რის შედეგადაც ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის შეიქმნება და უკვე შექმნილია, პრინციპში, უპრეცედენტო საშუალებები, როგორიც არის სპორტული მოედნები, სავარჯიშო მოწყობილობები. გეტყვით, რომ დაინერგა ყოველწლიური პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში სპორტის ფესტივალების ჩატარებისა“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.