"ქალბატონმა ანამ ენერგია დაიწუნა. რა ვქნათ ახლა, აქ "მუსტანგების" ღმულით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება ეს ეწყინა ქალბატონ ანას. რა თქმა უნდა ეს მის შეფასების საგანია" - ასე მიმართა იუსტიციის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ბრეგაძემ "ლელოს" წარმომადგენელს ანა ნაცვლიშვილის პარლამენტიში, საკომიტეტო მოსმენაზე.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ცისაუბრა.
,,დაბა ლაითურში ახლად გახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში“, _განაცხადა რატი ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ უკვე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მისივე თქმით, ბრალდებულთა/მსჯავდრებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტი შესაძლებლობისთვის ასევე გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა