იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ძალიან რთულ პირობებში უწევს მუშაობა, ყოველთვის ცდილობს, პაციენტი დაარწმუნოს მკურნალობის აუცილებლობაში.
„იძულებითი მკურნალობა არის კანონსაწინააღმდეგო და, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, რომელიც ძალიან დიდ მადლობას იმსახურებს, რომელიც საკმაოდ რთულ ვითარებაში მუშაობს, პირდაპირ რომ ვთქვათ, და ის ყოველთვის ცდილობს, დაარწმუნოს პაციენტი, რომ დაემორჩილოს რეკომენდაციებს; ჩაიტაროს ის შესაბამისი მკურნალობა, რომელიც მას ესაჭიროება. ანუ სახელმწიფომ რა ქნა? როდესაც იყო პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველა პროტოკოლი დაიცვა, და როდესაც დასჭირდა სამედიცინო მომსახურების მიღება, გადაიყვანა ჯერ ერთ კლინიკაში – ეს იყო გორში, და შემდგომ, როდესაც დაბრუნდა, პრევენციის მიზნით გადავიყვანეთ ის კლინიკა „ვივამედში“, იმიტომ, რომ იმ მკურნალობას, რაც მას ჰქონდა დანიშნული, არ ასრულებდა და მედიკამენტებს შერჩევით იღებდა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.