„ამ ხალხისგან ნამდვილად არაფერია გამორიცხული, რადგან, როგორც თქვენც აკვირდებით და, ალბათ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათი ყველა ქცევა არის, ფაქტობრივად, რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს. " - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"როდესაც ისინი კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, სხვებს არ თვლიან ადამიანებად საკუთარი თავისა და გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ახლა თქვენც ეთერში წაიკითხეთ ბატონი თარგამაძის განცხადება ე.წ. პარაშის ხეხვაზე. მას, ეტყობა, ენატრება ის ნაციონალური წარსული, როდესაც ციხეში, მათ შორის, მისი მონაწილეობითაც, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ა.შ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან სწორედ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი წამხალისებელი მთელი ამ ძალადობრივი სისტემისა. ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ. ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი. შესაბამისად, ეს ხალხი ცდილობს მაქსიმალური დაძაბულობის მუხტის შეტანას. ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობას. მათთვის სრულიად მეორე და მეასეხარისხოვანია – რა არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. უბრალოდ, მათ უნდათ, რომ ნებისმიერი დაკვეთა შეასრულონ, რისთვისაც მიიღებენ თანხას. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის ინტერესები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.