მიიჩნევენ, რომ უნგრული სცენარი იყო ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ბრწყინვალე სცენარი, ამ დროს მადიარის საარჩევნო პოლიტიკის კვანძი იყო ორბანის ქსოვილში ჩაჯდომა - არაფერში შეეწინააღმდეგა პრაქტიკულად, გარდა კორუფციის საკითხისა. თავის დროზე სააკაშვილი შევარდნაძეს კორუფციით შეეწინააღმდეგა, თორემ 9 წელიწადი შევარდნაძის ფიგურა იყო, -განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.
„ბოკუჩავა საგარეო ურთიერთობებში მუშაობდა და ამ დროს სააკაშვილმა შეიყვანა თამაშში ნანუკა ჟორჟოლიანი. ე.ი. საგარეო ურთიერთობები მას ნაკლებად სჭირდება. იქნებ ევროპელებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ გარედან პოლიტიკური ძალის იმპორტი არ არის ეფექტური“, - თქვა რამაზ საყვარელიძემ.









