რამაზ საყვარელიძე: ვეთანხმები კობახიძეს - ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

1609851775
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია განიცადა და ის ამ შეფასებაში ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
როგორც პოლიტოლოგმა "აიპრესს" განუცხადა, ოპოზიცია ვინმეს მსხვერპლი კი არაა, არამედ საკუთარი თავის მსხვერპლია.
"კობახიძემ ამას თვითლიკვიდაცია დაარქვა დღევანდელ ნიუსებშია მისი ეს ფრაზა. მეც ამ ტერმინს ვიხმარდი. იმიტომ, რომ ის არავის არ გაუქრია. თავისი ნებით ქრება. გეთანხმებით, რომ ქრება, მაგრამ ის არ არის ვინმეს მსხვერპლი, საკუთარი თავის მსხვერპლია", - ამბობს საყვარელიძე.
კითხვაზე, თავად დაუსვა შეცდომა ოპოზიციამ? - პასუხობს, რომ დიახ.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში არ შედის და შესაბამისად ირმა ინაშვილს, გოჩა ენუქიძესა და გიორგი ლომიას დეპუტატის უფლებამოსიება შეუწყდათ. თუმცა, პარტიიდან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს ავთანდილ ენუქიძემ, გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა. ისინი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებენ და ახალ პარტიას „ევროპელი სოციალისტებს” აფუძნებენ.