პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური ინფორმაციით, დღეს შეხვედრები აჭარაში გაიმართება.
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები აჭარაში გაგრძელდება.
დღეს, ქალაქ ბათუმში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.
ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.