რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთისთვის არასასურველი უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

კანონის თანახმად, მოსკოვს უკვე შეუძლია აკრძალოს ქვეყნისთვის არასასურველი უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. კანონის დეფინიციით, არასასურველად შეიძლება მიიჩნიონ ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციურ წყობას, თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას შეუქმნიან საფრთხეს.

კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრმა უფლებადამცველმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ეუთომ, მოუწოდა პუტინს, რომ კანონისთვის ვეტო დაედო.