ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის კითხვას: ახლა მაინც, თქვენ რომ დასკვნითი სიტყვით გამოხვალთ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს?!
"იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის მისი ერთადერთი მომავალი" - ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა.