საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

მიღებული ცოდნის დაბრუნება. არ არის საკმარისი იქ წასვლა, თუ შემდეგ არ არის ის განცდა და ის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ნაწილობრივ მაინც ეს ახალი ცოდნა ამ ქვეყანას დავუბრუნო და მოახმარო. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ფიზიკურ დაბრუნებას. 

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო: გია დვალი რომ ცემში, თუ მაქს პლანკის ინსტიტუტში ასწავლის ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ის ჩამოდიოდეს აქ და აქაც მისი ცოდნა ახალგაზრდებს გაუზიაროს. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ასევე, ,,ორმაგი მოქალაქეობის კანონი“. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ყველა დარგში - ეკონომიკურ დარგში. ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათაც უნდა დაინახონ და იცოდნენ, რომ ეს ქვეყანაც დამოკიდებულია მათ ჩართულობაზე - პოლიტიკურ ჩართულობაზე; არ შეიძლება უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს - ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულებს მუდმივად დახმარებას ვთხოვდეთ (მათი ოჯახების, თუ სხვა ფორმით) და არ ვაძლევდეთ მათ იმ ელემენტარულ უფლებას (რის გარეშეც დისკრიმინაციაზე შეიძლება ვისაუბროთ), არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. 

ჩვენი სათქმელი საზოგადოების სათქმელი უნდა იყოს. საზოგადოებამ უკვე აჩვენა ევროპას და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ამ ეტაპამდე მივსულიყავით. დაინახონ, რომ ეს მართლაც ამ ქვეყანაში ერთობლივი განწყობაა და რომ ის, რაც სხვადასხვა რეიტინგებსა და გამოკითხვებში აისახება, ეს მართლაც ამ ქვეყანაში საერთო განწყობაა. თქვენზეა, ის, რომ ეს ჩვენი კამპანია კიდევ უფრო გაიშალოს და მიიღოს კიდევ უფრო დამაჯერებელი ფორმა". - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.