„ეს არის ამ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ასევე ხაზარაძეს ჰყავს პატარა დაჯგუფება, არის ასევე კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას, რაც გახდება გამჭვირვალე ამ კანონის მიღების შემდეგ. ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს სპეცრაზმმა ამ დროს?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც, მაგალითად, გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. იქაც ძალიან რთულია პოლიციელებისთვის მოთმენა, როცა მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს. ყველა ვერ უძლებს ამას. უმეტესობამ გაუძლო, 100-დან ერთმა ვერ გაუძლო და ამიტომ იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი.
ხაბეიშვილის შემთხვევას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება ბუნებრივია, შესწავლა. ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი, მთელი ამ გუშინდელი დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭვქვეშ და ის, რომ იძულებული იყო სპეცრაზმი, გამოეყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭვქვეშ. როცა დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იგივე ზომების გამოყენება დასჭირდება, წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც გათვალისწინებულია პროპორციულობის პრინციპით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.