ვერ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანისგან, რომელმაც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არაერთგზის, დღესაც ღალატობენ. როცა ამბობენ, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ამას ყოფილი მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, რომ თუ ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ვინმეს თუ წარმოუდგენია საერთოდ რას გულისხმობს მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა მშვიდად, რომ გადაადგილდებით, აქ უბედურება იქნებოდა, ვიღაცებს მართლა უნდა უკრაინიზაცია, ავღანიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის განმეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ ყველას გავცემთ საკადრის პასუხს. ნურავის ნუ ექნება ილუზია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.