ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.