საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მისიძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. 

ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და  უსამძიმრებს კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და  ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს.
ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. 
ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ,  კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა