მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ ომის პარტია და გამყიდველების პარტია, რატომ ამას კარგად ავხსნი, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია არის ეს. სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენელებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს.

ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ , როგორ ბედავენ, როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

"მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილი, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც არის ჩვენთვის დიდი ტრაგედია, ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, თუ რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, მათ წევრებთან ოჯახებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ უშუალოდ ჩართულები, მე ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ამ ხარჯებს სრულად ფარავს ხელისუფლება და ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ ჩვენს ტერიტორიებზე მონაწილეობა ომებში, აგვისტოს ომი იქნებოდა, მანამდე აფხაზეთის თუ სამაჩაბლოს ომი, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია.  მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ვუყურებთ რა ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი პოლიტიკოსები, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუკი რაიმე არსებობს.

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ ომის პარტია და გამყიდველების პარტია, რატომ ამას კარგად ავხსნი, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია არის ეს. სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენელებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს.

ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ , როგორ ბედავენ, როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად ე.წ მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან, ეს ყველამ კარგად ნახა, ეს კადრები, დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას. მე კიდევ ყველას შევახსენებ, რომ მთავრობა ყველაფერს ვაკეთებ, ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩაერთნენ, მათი გადმოსვენება იქნება თუ ხარჯების დაფარვა, სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი პიარის და პოპულიზმის გარეშე. ყველაფერზე ყვირილი და ყველაფერზე იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი არის შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა ქართველი კაცი, ადამიანი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან იქნება ეს სამძიმრის სიტყვის თქმა თუ ნებისმიერი ქმედებით, ფორმით გამოხატვა, რასაც ჩადიან პოლიტიკოსები, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.